კახეთში ანთებულ თონეში ქალი ჩავარდა და გარდაიცვალა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხვიანში 70 წლის ქალი ანთებულ თონეში ჩავარდა და გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით ქალი თონეში პურს აცხობდა რა დროსაც ინციდენტი მოხდა. 

მიღებული მძიმე დამწვრობის შედეგად, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც report.ge-ს შსს-დან აცნობეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულიხმობს.