კახეთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

კახეთში, თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, ქალი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ითვალისწინებს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.