კახეთში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავტოავარიას შუახნის კაცი ემსხვერპლა.

შემთხვევა სოფელ თოხლიაურში მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეითს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა ის სავარაუდოდ გზის გადაკვეთას ცდილობდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.