კახეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა - არიან დაშავებულები

კახეთში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მგზავრი ადგილზე დაიღუპა.

შეჯახებისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი. 

მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.