კახეთში დაკარგული მამა-შვილი იპოვეს

გურჯაანში გუშინ გაუჩინარებული მამა და მისი 5 წლის შვილი სამართალდამცველებმა იპოვეს.

მეზობლების თქმით, კაცი მის  შვილთან ერთად ტყეში შეშის მოსაგროვებლად გუშინ შევიდა და სავარაუდოდ გზა აებნათ.

თავდაპირველად სოფელი დაკარგული მამა-შვილის მოძებნას საკუთარი ძალებით ცდილობდა მოგვიანებით-კი სამართალდამცველებს მიმართეს.