კახეთში ქალი ცოცხლად დაიწვა

კახეთში უბედურ შემთხვევას მოხუცი ემსხვერპლა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხაანში, ქალმა, სავარაუდოდ დასუფთავების მიზნით, ნაკვეთში ბალახს ცეცხლი წაუკიდა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მალევე გავრცელდა და მან ტერიტორიის დატოვება ვერ მოახერხა.

ის ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.