კახეთში კაცი საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა და გაიგუდა

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში უბედური შემთხვევა მოხდა. 62 წლის კაცი საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა და გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, ბაკურციხეში თამაზ ქუმსიაშვილი გზის პირას არსებულ ჭაში ჩავიდა, რათა სოფლის სხვა უბანზე წყალი გადაემისამართებინა, თუმცა მან სიღრმიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო. მის დასახმარებლად ჭაში შვილიც ჩავიდა, თუმცა მამის მსგავსად სიღრმიდან ამოსვლა მანაც ვეღარ მოახერხა. პროცესში ჩაერთო სამაშველო სამსახური, თუმცა 62 წლის კაცი, უჟანგბადოების გამო ადგილზე გარდაიცვალა.

ცოტა ხნის წინ ჭიდან მისი 40 წლის შვილიც ამოიყვანეს, რომელიც ამ წუთებში გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის “ საავადმყოფოში უგონო მდგომარეობით შეიყვანეს.