კახეთში "ლუგარიდან" კორონავირუსზე ჩატარებული ტესტირების პასუხები მიიღეს

კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 93 ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა მიაწოდა.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, 3 საკარანტინე ლოკაციაზე 147 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 38 მოქალაქე რჩება.

ცნობისთვის, დღემდე კახეთის რეგიონიდან ლუგარის ცენტრში 10 810 ნიმუშია გაგზავნილი.