კახეთში, სამი თვის ჩვილს COVID-19 დაუდასტურდა

ლაგოდეხში სამი თვის ჩვილი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას ადგილობრივი ჯანდაცვის განყოფილების ხელმძვანელი მაკა ხმალაძე ადასტურებს.

არსებული ინფორმაციით, ინფიცირებული ბავშვის ოჯახის ყველა წევრი გადაყვანილია თვითიზოლაციაში.

ჯამში, კახეთის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების სულ 39 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.