კახეთში სასწრაფოს ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი გამოვლინდა კახეთში. Covid-19 ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგები ახლა ინფიცირებულის კლასტერს იკვლევენ.

როგორც ყვარლის საავადმყოფოს მთავარმა ექთანმა, ტელმან ხვედელიძემ განაცხადა. ინფიცირებული 50 წლამდე ქალია.

მისივე თქმით, ქალს რისკჯგუფის მქონე ადამიანებთან კონტაქტი არ ქონია. პრევენციის მიზნით, მედიკოსების გამოკვლევის დროს კორონავირუსი მას PCR ტესტით გამოუვლინდა.