კახი კავსაძე საავადმყოფოშია მოთავსებული

კახი კავსაძე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

მსახიობს ფილტვების ანთება აქვს. 

როგორც report.ge-სთან საუბარში საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა, კახი კავსაძის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა.

,,3-4 დღის წინ შემოვიდა მძიმე მდგომარეობით, ახლა საშუალოზე მძიმეა. რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული", - განაცხადა ტურძელაძემ.