კახი კავსაძეს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ

კახი თავს კარგად გრძნობს, ის დღეს უნდა გაწერონ საავადმყოფოდან, - ამის შესახებ Report.ge-ს კახი კავსაძის ძმამ იმერი კავსაძემ განუცხადა. 

მისივე თქმით, კახი კავსაძე მკურნალობას სახლის პირობებში გააგრძელებს. 

"კახი თავს კარგად გრძნობს, ის დღეს უნდა გაწერონ საავადმყოფოდან, ახლა მასთან ვართ და ველოდებით. ამის შემდეგ ის უკვე სალის პირობებში განაგრძობს მკურნალობასა და რეაბილიტაციის პროცესს", - განუცხადა Report.ge-ს იმერი კავსაძემ. 

ცნობისთვის, კახი კავსაძეს კორონავირუსი 28 ნოემბერს დაუდასტურდა. მსახიობი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.