კახა კალაძე "სინოფარმით" აიცრა

თბილისის მერი კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, უხილავ მტერთან ბრძოლის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.

"უხილავ მტერთან ბრძოლის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. დღეს "სინოფარმით" ავიცერი ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ვაქცინა გვიცავს", - წერს კახა კალაძე "ფეისბუქის" გვერდზე.