ქალი, რომელის გადასარჩენად შვილები ტაქსის მძღოლობით ფულს აგროვებდნენ, გარდაიცვალა

54 მაია ქარ­თვე­ლიშ­ვილი, რომლის გადასარჩენად შვილები ტაქსის მძღოლობით ფულს აგროვებდნენ, გარდაიცვალა მაია ქართველიშვილი ლეიკემიით იყო დაავადებული.

მაია ქართველიშვილი თურ­ქეთ­ში მკურნალობდა, სა­წყი­სი ეტაპისთვის მის სამკურნალოდ 150 000 დო­ლა­რი იყო საჭირო.

დე­დის და­სახ­მა­რებ­ლად შვილებმა, ნიკამ და რატიმ ტაქ­სის მძღოლად მუშა­ო­ბა გადაწყვი­ტეს, მან­ქა­ნა­ზე კი წარ­წე­რა „#მა­ი­ას­თვის და­ვა­მარ­ცხოთ ლე­ი­კე­მია“ განათვასეს. მოგვიანებით Facebook-­ზე შე­იქ­მნა გვერ­დი „მა­ი­ას­თვის“, სა­დაც მაია ქართველიშვილსა და მის ოჯახს მო­რა­ლუ­რ მხარდაჭერას უცხადებდნენ, სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე კი მსურ­ვე­ლე­ბი თან­ხა­საც რი­ცხავ­დნენ.

დღეს კი ნიკა ქათველიშვილმა სოციალურ ქსლეში დაწერა, რომ მაია ქართველიშვილი გარდაიცვალა.

„მეგობრებო, დედა გარდაიცვალა. ძალიან დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის, გამხნევებისთვის, იმისთვის რომ დედამ ეს პერიოდი იმედით იცოცხლა.მადლობა ყველას, ყველანი გვიყვარხართ“, - წერს სოციალურ ქსელში მისი შვილი ნიკა ქართველიშვილი.