კანარის კუნძულებზე ვულკანი ამოიფრქვა

კანარის კუნძულებზე ვულკანი ამოიფრქვა. გასული ერთი კვირის განმავლობაში მის მიმდებარედ სეისმური აქტივობები შეინიშნებოდა. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა მოსახლეობის ტერიტორიიდან გაყვანა დაიწყო. ევაკუაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ჯერ-ჯერობით დაშავებულებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

ვულკანი ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კუნძულზე ლა პალმაზე ამოიფრქვა. ადგილობრივმა მედიებმა ვულკანიდან ლავის ამოფრქვევა პირდაპირ ეთერში აჩვენეს.