მთავრობამ სუს-ის უფროსად გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა წარადგინა

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პარლამენტს გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი განიხილავს.

ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის ხელმძღვანელის პირველი მოადგილეა. ის ამ თანამდებობაზე ვახტანგ გომელაურს ჩაანაცვლებს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.