კარანტინის და იზოლაციის ვადა შესაძლოა შემცირდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა კარანტინისა და იზოლაციის ვადა კიდევ ერთხელ შემცირდეს. 

„კარანტინი უკვე შემცირებულია 14-დან 12 დღემდე. ახლა რამდენიმე მექანიამიზი დამუშავების პროცესშია, იგივე რვა დღე და შემდეგ ტესტირება, ან კიდევ სხვა მიდგომები. გარკვეული ცვლილებები შეიძლება იყოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, აგვისტოში, მთავრობის დადგენილებით, კარანტინისა და იზოლაციის ვადა 14-დან 12 დღემდე შემცირდა.