კარანტინში 1925 ადამიანი იმყოფება

ქვეყნის მასშტაბით არსებულ საკარანტინო ზონებში კარანტინში 1925 ადამიანი იმყოფება. როგორც საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე  გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 271 პირია. 

ამ დროისთვის კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 43 შემთხვევაა რეგისტრირებული.