კარანტინში მყოფი პირების რიცხვი 1300-ს აჭარბებს

კარანტინში მყოფი პირების რიცხვი 1344-ს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე ვრცელდება. სტაციონალური მმეთვალყურეობის ქვეშ 216 ადამიანია. ამ დროისთვის ლაბორატორიულად კორონავირუსი 38 ადამიანს აქვს დადასტურებული.