ქარელში საბავშვო ბაღს აშენებენ

ქარელში 50 აღსაზრდელზე გათვლილ საბავშვო ბაღს აშენებენ. გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, სააღმზრდელო დაწესებულება დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება. 

"ქარელის გარდა, საქართველოს მასშტაბით დევნილთა დასახლებებში 6 ახალი საბავშვო ბაღი შენდება. ერთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას რეაბილიტაცია უტარდება", - აცხადებენ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში. 

მიმდინარე სამუშაოები 2021 წელს დასრულდება.