ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც საქართველოს რუკის ფორმით, დედაქალაქის ერთ-ერთი ქუჩის აბრაა გამოსახული.
,,მომწონს ქუჩის აბრები საქართველოს რუკის ფორმით.
ეს დიღომშია.
ვფიქრობ, კარგი იქნება, მთელ ქვეყანაში თუ გავრცელდება.
ასეთი აბრა თბილისში უკვე მეოთხეგან ვნახე", - წერს ფოტოხელოვანი სოციალურ ქსელში.