ქართული და აზერბაიჯანული მხარეების კოორდინაციით, სამშობლოში 2500-მდე მოქალაქე დაბრუნდა

აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ცნობით, მიმდინარე წლის ივლისის თვიდან დღემდე, საქართველოს მთავრობის დავალებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციითა და შეთანხმებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საელჩოს ორგანიზებითა და ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 2 500-მდე მოქალაქე, მათ შორის, არასრულწლოვნები, ასაკოვანი, ფეხმძიმე, ქრონიკულ დაავადებათა მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

საელჩო აქტიურად განაგრძობს საქართველოში განათლების მიღების მსურველ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეთა საქართველოში გამგზავრებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას.
ამ ეტაპზე, საელჩოს საკონსულო სამსახური კვლავ განაგრძობს სამშობლოში დაბრუნების მსურველ საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაციას.