"ქართული მარში" 12 აგვისტოს ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებას ითხოვს

"ქართული მარშის"  წევრებმა დიდგორობის სახელმწიფო-ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადების ინიციატივით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციის კანცელარიაში წერილი შეიტანეს. 

"ქართული მარში" ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს გაბედოს და ომის 900 წლის თავზე, 12 აგვისტო ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადოს.