"ქართული ოცნების" ოფისთან 5 აქტივისტი დააკავეს

"ქართული ოცნების" ოფისთან აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 5 პირი დააკავეს. ინფორმაცია Report.ge - ს შსს-ში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით დაიწყო.

ცნობისთვის, "ქართული ცონების" ოფისთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა ოფისის კედელზე წარწერის გაკეთება სცადეს, სამართალდამცველებმა კი ამის საშუალება არ მისცეს.