ქართველ დეკანოზს კორონავირუსი დაუდასტურდა - VIDEO

აშშ-ში მოღვაწე ქართველ დეკანოზს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიტმა მეუფე საბა ინწკირველმა დაადასტურა. მისი თქმით მრევლი ვისთანაც ბოლო დღეებში დეკანოზს შეხება ჰქონდა, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია.

სასულიერო პირის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას სტაციონალური მკურნალობა არ ესაჭიროება.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ეპარქიებში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველს სასულიერო პირს დაუდასტურდა კორონავირუსი.