მალტაში ქართველები ბინის გაქურდვის მცდელობისას კამერამ დააფიქსირა - VIDEO

ქართველები, რომლებიც სათვალთვალო კამერამ, სავარაუდოდ ბინის გაქურდვის მცდელობისას დააფიქსირა ინტერნეტში გავრცელდა. ინფორმაციას ამის შესახებ Lovinmalta ავრცელებს. 

ვიდეო ჩანაწერში ჩანს ორი მამაკაცი, რომლებიც ქართულ ენაზე საუბრობენ. ისინი მალტაში, ქალაქ სლიმაში არსებულ, ერთი-ერთი სახლის სადარბაზოში შევიდნენ და სავარაუდოდ ბინის გაქურდვის გეგმას ადგენდნენ.

ამ დროისთვის მალტის პოლიცია ორი ქართველის იდენტიფიცირებას ცდილობს.