კასპში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელში, ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ქალმა სახლში იმშობიარა. მოგვიანებით, გარდაცვლილი ჩვილი საპირფარეშოში იპოვეს.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

საქმესთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები.