კატასტროფის ჯგუფს მიკროავტობუსი დაეჯახა - დაშავდნენ ექიმები

თბილისში, რობაქიძის ქუჩაზე ავარია მოხდა.  კატასტროფის ჯგუფის მანქანას მიკროავტობუსი დაეჯახა. ბრიგადა აეროპორტში გამოძახებაზე მიდიოდა, როდესაც შეჯახება მომხდა. დაშავდნენ მძღოლი, ექიმი და ექთანი. ექიმს თავის ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები აქვს, მძღოლისა და ექთნის მდგომარეობა კი მსუბუქია.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.