კათოლიკური ეკლესია დღეს ქრისტეშობას აღნიშნავს

კათოლიკური სამყარო დღეს ქრისტეს შობას აღნიშნავს. 

დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კათოლიკურ ტაძრებში საზეიმო ლიტურგია ჩატარდა თუმცა, პანდემიის გამო, ტრადიციული ღამისთევის გარეშე. თბილისში ლოცვა ღვთისმშობლის ამაღლების ტაძარში ჩატარდა.

25 დეკემბერს შობას, კათოლიკეებთან ერთად, სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები ზეიმობენ. ის მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში სახელმწიფო დღესასწაულად ითვლება.

შობის დღეს მრავალი ტრადიცია არსებობს, რომლებსაც იტალიაში ჩაეყარა საფუძველი და შემდეგ მთელს მსოფლიოში გავრცელდა.