კათოლიკური ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს

კათოლიკური ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს. წმინდა წერილის მიხედვით ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა იესო ქრისტე იორდანეში მონათლა. 

ნათლისღება ქრისტიანული ეკლესიისთვის თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთია. 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ნათლისღებას ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას, ყველა კათოლიკეს და კეთილდღეობას, წარმატებებს უსურვებს მათ.