ახალქალაქში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოში შუა ხნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი გაიყინა და ჰიპოთერმიით გარდაიცვალა.

ადგილობრივების თქმით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.