სიღნაღში ახალგაზრდა კაცს ამწე დაეცა - ინფორმაცია ახლდება

სიღნაღის სოფელ ანაგაში 35 წლის კაცი დაშავდა. ხევის გაწმენდითი სამუშაოების დროს ახალგაზრდას ამწე დაეცა.

სხეულზე მიღებული დაზიანებებით დაშავებული კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.