ქედაში 104 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

ქედაში 104 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა.

ფატყუმე ბოლქვაძეს კოვიდინფექცია მსუბუქ ფორმებში ჰქონდა და მას სახლში უმკურნალეს. ხანდაზმული თავს კარგად გრძნობს.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 673 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 169 649-მდე გაიზარდა

გამოჯანმრთელდა 3 893 პაციენტი და საერთო რაოდენობა 141 392-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 36 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 576 ადამიანი.