ქედაში ავტობუსი გადაბრუნდა - არიან დაშავებულები

ქედაში, სოფელ ცხემნასთან ავტობუსი გადაბრუნდა, რის გამოც ათამდე ადამიანი დაშავდა. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.