ქედაში ავტომობილი ხევში გადავარდა - არის მსხვერპლი

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა. 

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. 

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. 

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.