ხაბეიშვილი: ჩემი ინფორმაციით, გლდანში საარჩევნო უბანზე გასროლა მოხდა

,,ძალა ერთობაშიას" სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, გლდანში საარჩევნო უბანზე გასროლა მოხდა.

"ჩემი ინფორმაციით, რაც მაქვს, გლდანში საარჩევნო უბანზე გასროლა მოხდა ერთ-ერთი დამკვირვებლის მისამართით. ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა ჩემთვის გასაგებია რაც ხდება, გლდანში და ზოგადად საქართველოში საარჩევნო უბნებზე – კრიმინალური ბანდ-ფორმირებები ჰყავთ მობილიზებული და მათი უმეტესობა ნარკოლოგიური თრობის ქვეშ იმყოფება", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, გლდანში საარჩევნო უბანთან დაპირისპირება მოხდა. რის შემდეგაც პოლიციამ ადგილზე 5 პირი დააკავა. 

უბანთან ამ დრომდე დაძაბულობაა. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.