"ხალხს შია" - საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

არასამთავრობო ორგანიზაცია "ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის" მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავს, სახელწოდებით: "ხალხს შია". 

აქციის მონაწილეები, ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ აქციების შეწყვეტას არ აპირებენ. 

მათივე თქმით, მთავრობის ადმინისტრაციასთან იმისთვის შეიკრიბნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამდე მიიტანონ ის პრობლემები, რაც საზოგადოებას აწუხებს.