ხანძარი შუახევში - დამწვარია სამი საცხოვრებელი სახლი

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ხანძრის შედეგად ასევე დამწვარია საქონლის სადგომები.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარს 20-მდე შინაური პირუტყვი ემსხვერპლა.

ხანძარი სოფელში გვიან ღამით გაჩნდა. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

ისინი დროებით საცხოვრებლებში გადაიყვანეს. ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის.

ხანძრის შედეგად დაზარალებული თითოეული ოჯახის დასახმარებლად აჭარის ბიუჯეტში ერთჯერადად 15 000 ლარია გათვალისწინებული.