ხანძარი ბათუმში

ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე ხანძარი იყო. ცეცხლი ავტოსახელოსნოში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად შენობის დიდი ნაწილი და სახელოსნოში მდგომი ავტომობილები დაიწვა.

ჯერჯერობით ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს, შემთხვევა დილის 6 საათზე მოხდა, ავტოსახელოსნოში ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოხდა, შედეგად არავინ დაშავებულა.