ხანძარი ხელვაჩაურში

ხელვაჩაურში, სოფელ ზანაქიძეებში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს მოეკიდა. დაშავებული არავინ არის. ოჯახმა სახლიდან უსაფრთხოდ გამოსვლა მოახერხა. 

ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი სავარაუდოდ მოკლე ჩართვა გახდა.