ხანძარი ხობში

ხობში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ორსართულიან სახლში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის შედეგად ხის საცხოვრებელი სრულად დაიწვა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველების 3 ეკიპაჟი.

მათვე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.