ხანძარი კინო "საქართველოსთან"- დამწვარია ორი საცხოვრებელი სახლი

კინო "საქართველოსთან", ღრმაღელის 4 ნომერში ხანძრის შედეგად, ორი ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. 

ხანძრის დროს სახლში 4 ადამიანი იმყოფებოდა, მაგრამ დაზიანება არავის მიუღია.

ხანძრის გამომწვევ მიზეზად ძველი გაყვანილობა სახელდება.  როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძროს, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.