ხანძარი ქუთაისში - ადგილზე 6 ეკიპაჟია მობილიზებული

ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. 

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. 

მათივე ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. 

ხანძრის შედეგად სახლის მეპატრონემ სახის არეში მსუბუქი დამწვრობა მიიღო.

გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.