ხანძარი ქუთაისში

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ლიანდაგებთან ხანძარია. თვითმხილველის თქმით, ცეცხლი მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ელექტროგადამცემ ბოძს გაუჩნდა, რის შემდეგაც ცეხლი ეკალ-ბარდებს მოეკიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ბოძზე ხანძრის გაჩენას არ ადასტურებენ.

როგორც უწყებაში report.ge-ს განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია, ადგილზე 4 ეკიპაჟი მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.