ხანძარი მარტვილში

მარტვილის სოფელ წაჩხურუს მთებში, ანგელოზის ტაძრიდან დაახლოებით 4 კილომეტრში, ხანძარია. 

იმის გამო, რომ ადგილი ტექნიკისთვის მიუვალია, დაახლოებით 3 საათია, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და სოფლის მოსახლეობა ცეცხლის ჩასაქრობას ნიჩბებით, ბარებით და ხელით ცდილობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ძირითადად ფოთლებს უკიდია, თუმცა არსებობს მისი ტყის მასივზე გადასვლის საშიშროებაც.