ხანძარი მეუფე იოსების რეზიდენციაში - მონაზვნების საცხოვრებელს ცეცხლი გაუჩნდა

ოზურგეთში, მეუფე იოსების რეზიდენციაში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს. უწყების ცნობით ცეცხლის ლოკალიზებისთვის ადგილზე მეხანძრე-მაშველთა 3 ჯგუფი მუშაობდა.

ხანძარი, რომელიც მონაზვნების საცხოვრებელ შენობას გაუჩნდა, ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.