ხანძარი რუსთაველის გამზირზე

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხანძარი იყო. ცეცხლი რუსთაველის გამზირის #5 -ში, სახაჭაპურე №1-ში გაჩნდა. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს, ცეცხლი ელექტრო სადენებს მოედო. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. არავინ დაშავებულა.