ხანძარი რუსთავის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე

რუსთავში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი გამხმარ ბალახს მოედო. არსებობდა სასაფლაოებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე თუმცა სახანძრო სამსახურმა ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლო. 

როგორც report. ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დამწვარია 80 კვმ ფართი.