ხანძარი რუსთავში - ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიას გაუჩნდა

რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში, სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა.

ცეცხლი საწყობში, ელექტროსადენებს გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის, სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ხანძარი 15 კვ/მ ფართობზე იყო გავრცელებული. მეხანძრე მაშველებმა, ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.