ხანძარი სოფელ დღვანში - ცეცხლი ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებელ სახლს მოედო

შუახევში, სოფელ დღვანში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ფუტკარაძეების საცხოვრებელ სახლს მოედო. როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეხანძრეებმა ხანძრის სრული ლიკვიდაცია მოახერხეს. დამწვარია სახლის მეორე სართული.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ოჯახის წევრებმა სახლიდან გამოსვლა მოახერხეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.